მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONჟოზეპ ბორელის განცხადებით ომის დანაშაულებზე რუსეთმა პასუხი უნდა აგოს

ჟოზეპ ბორელის განცხადებით ომის დანაშაულებზე რუსეთმა პასუხი უნდა აგოს

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ის საუბრობს ზაპოროჟიიაში არსებულ ვითარებაზე და ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ჟოსეფ ბორელი აცხადებს, რომ ბირთვული უსაფრთხოების ზონის შექმნა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.

„მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და ვისაუბრო ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებულ ვითარებაზე. რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს ოკუპაცია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბირთვული უსაფრთხოების ზონის შექმნას.”

„ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო უკრაინაში სპეციალური სადამკვირვებლო მისიის ეუთოს ორ თანამშრომელზე, რომლებსაც 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ლუჰანსკში ე.წ. სასამართლო პროცესის შედეგად. ისინი უპირობოდ და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ამ კვირაში, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით პასუხისმგებლობის საკითხს, რადგან უკრაინაში ომის დანაშაულების შესახებ ცნობები კვლავ გროვდება. არ შეიძლება ამ სისასტიკეებზე პასუხისმგებელი მხარე დაუსჯელი დარჩეს. ჩვენ ამ კუთხითაც გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების მეშვეობით, რომლებიც უკრაინაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და აშშ-ის დახმარების მისიის ჯგუფთან თანამშრომლობენ,” – განაცხადა ჟოსეპ ბორელმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend