მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგი სერიებისთვის ემზადება

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგი სერიებისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად მომდევნო ეტაპისთვის ემზადება. ამავდროულად, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ დონეცკზე, სადაც დაიღუპა 4 ადამიანი,  3 კი დაშავდა. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ასევე  კრამატორსკის ერთ-ერთ სასტუმროზე. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

როგორც ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, უკრაინელმა სამხედროებმა ცენტრალურ დონეცეკში სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაიღუპა ოთხი ადამიანი, სამი კი დაშავდა.  რუსული ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში დამწვარი ავტომობილები და დაზიანებული შენობები ჩანს.

გამარჯვებების სერიების შემდეგ ზოგიერთი  ფიქრობს, რომ უკრაინელებმა ტემპი შეანელეს.   თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ  ისინი ემზადებიან შემდეგი ეტაპისთვის, რომლის ხმაც ყველამ უნდა გაიგოს. მისი თქმით, უკრაინა და მისი თითოეული ნაწილი უნდა გათავისუფლდეს!

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხერსონის რეგიონში მათ წარმატებით მოიგერიეს უკრაინელთა კონტრშეტევა და გაანადგურეს მოწინააღმდეგის 180 ჯარისკაცი. ასევე მათი ინფორმაციით, განადგურებულია ტანკები, ჯავშანმანქანები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა.

ამავდროულად, გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ერთ-ერთ სასტუმროზე ქალაქ კრამატორსკში. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend