National Geographic-ი დედოფალ ელისაბედ II-ს სპეციალურ გამოცემას უძღვნის.
გამოცემაში წარმოდგენილია ექსკლუზიური, იშვიათი ან მანამდე გამოუქვეყნებელი ფოტოები, რომელიც უძველესი ცერემონიებიდან დაწყებული, ამერიკული ფეხბურთის მატჩებით დამთავრებული, მონარქის მრავალფეროვან ცხოვრებას ასახავს.
გამოცემა მოგითხრობთ ელისაბედ II-ის ისტორიული შვიდი ათწელულის შესახებ დედოფლის ტახტზე, რომელიც მან თავისი ხალხის სამსახურს მიუძღვნა. სპეციალური გამოცემის შესახებ “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ჟურნალ National Geographic საქართველოს მთავარმა რედაქტორმა, ნათია ხულუზაურმა ისაუბრა