მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდღეს დედოფალ ელისაბედ მეორეს დაკრძალავენ

დღეს დედოფალ ელისაბედ მეორეს დაკრძალავენ

დღეს ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს, დაკრძალავენ. მონარქის ხსოვნას რამდენიმე დღის განმავლობაში ათასობით მოქალაქემ მიაგო პატივი. ვესტმინსტერის სასახლეში  სამძიმრის გამოსაცხადებლად მივიდნენ მსოფლიო ლიდერები. დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა. ბრიტანეთის მონარქი 96 წლის ასაკში, 8 სექტემბერს გარდაიცვალა.

ბიგ-ბენიც კი დადუმდა. გაერთიანებულმა სამეფომ კვირას საღამოს 8 საათზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილი დედოფლის ელისაბედ მეორის ხსოვნას. დედოფალს  დღეს დაკრძალავენ.

ლონდონში დედოფლის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიოს ლიდერებიც დაესწრებიან. მათ შორის იქნებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ესპანეთის მეფე ხუან კარლოს პირველი და შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

დედოფალს რომ გამომშვიდობებოდნენ, ადამიანები მოთმინებით იდგნენ რიგში, ზოგიერთ მათგანს 14 საათზე მეტხანსაც კი მოუწია ლოდინი.

ათასობით ადამიანმა უგულებელყო ხელისუფლების მოწოდება, რომ რიგში აღარ ჩამდგარიყვნენ, რადგან ისინი უკვე  საბოლოო პროცედურებისთვის ემზადებიან. მათი უმეტესობა იძულებული გახდა, უკან გაბრუნებულიყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend