მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელმა სამხედროებმა იზიუმის ტყეში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

უკრაინელმა სამხედროებმა იზიუმის ტყეში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

ირპინის, ბუჩას, მარიუპოლს შემდეგ, ახლა უკვე იზუმში იხილა მსოფლიომ რუსული ოკუპაციის კვალი – ქალაქის ტყეში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. ეს ის ქალაქია, რომელიც, რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა ჯარებმა რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლეს.

განსაკუთრებულ ვითარებაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში კომისრის, ოლეგ კონტენკოს განცხადებით, სამარხებში ათობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია. მასობრივ სასაფლაოზე ჯვრებზე დაღუპულთა სახელების ნაცვლად, ნომრებია დატანილი. ადგილობრივები ადასტურებენ, რომ რუსული თავდასხმისას დაღუპული თუ დახვრეტილი ადამიანების ცხედრები ტყეში დამარხეს.

„ეს მასობრივი საფლავი მას შემდეგ ვიპოვეთ, რაც რუსმა ფაშისტმა ჯარისკაცებმა ვიდეო გამოაქვეყნეს. იმ სიტყვების მიხედვით, რომელიც აქ ერთ საფლავზეა დაწერილი, ვფიქრობთ, რომ აქ 17 ცხედარია. თუმცა ვიდეოზე კიდევ უფრო მეტი ჩანს. ჩვენ ჯერ არ დაგვითვლია, მაგრამ 25-ზე ან 30-ზე მეტი ცხედარი იქნება. ვფიქრობთ ეს არ არის ერთადერთი სამარახი” – ამბობს კომისარი განსაკუთრებულ ვითარებაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში, ოლეგ კონტენკო.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ იზიუმში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები მალე ჩავლენ – მას სურს რომ მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ იხილოს რუსული ოკუპაციის კვალი.

„ხვალ იზიუმში იქნებიან უკრაინელი და საერთაშორისო ჟურნალისტები. ჩვენ გვინდა მსოფლიომ იცოდეს რეალურად რა ხდება და რა გამოიწვია რუსულმა ოკუპაციამ. ბუჩა, მარიუპოლი, ახლა, სამწუხაროდ, იზიუმი… რუსეთს ყველგან სიკვდილს ტოვებს და მან ამაზე პასუხი უნდა აგოს. მსოფლიომ რუსეთს ამ ომის გამო, რეალური პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

იზიუმში მალე გამომგძიებლებიც ჩავლენ და იქაც შეისწავლიან რუსეთის მიერ ჩადენილ სავარაუდო ომის დანაშაულებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend