მთავარისაქართველოთბილისში „ევროპის მობილობის კვირეული” გაიხსნა

თბილისში „ევროპის მობილობის კვირეული” გაიხსნა

პირველი კონფერენცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგრად განვითარებას მიეძღვნა

„უკეთესი კავშირები“ – ეს არის მთავარი გზავნილი, რომლითაც საქართველოში ევროპის მობილობის კვირეული გაიხსნა. ეს გზავნილი თავის თავში მოიაზრებს უკეთესად შეკავშირებულ ტრანსპორტსა და პანდემიური იზოლაციის შემდეგ ხალხის ერთმანეთთან უკეთ დაკავშირებას. დღევანდელი კონფერენციის მონაწილეებმა შეკავშირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ევროპული ქალაქის გამოცდილებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს თბილისის სატრანსპორტო გეგმებიც. ღონისძიების განმავლობაში მონაწილეებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია სხვადასხვა ევროპული ქალაქის გამოცდილებისა და ქალაქ თბილისში არსებული სიტუაციის ანალიზის შესახებ.

წლების განმავლობაში მოტორიზაციის ზრდამ და ავტოტრანსპორტის ემისიებმა ატმოსფერული ჰაერის  დაბინძურება გამოიწვია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.  სწორედ ამიტომ ევროპის მობილობის კვირეულის  მიზანია  შემცირდეს ავტოტრანსპორტით გამოფრქვეული ემისიები, რისი მიღწევაც შესაძლებელია  ეკო-მეგობრული და კარგად შეკავშირებული  საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიური გამოყენებით.

კონფერენცია თბილისის მერის მოადგილემ ანდრეა ბასილაიამ, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ და გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში საბინე მახლიმ გახსნეს. ღონისძიება „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით გაიმართა.

2022 წელს ევროპის მობილობის კვირეულში 2 000-მდე ქალაქი და 36 ქვეყანა მონაწილეობს. მსოფლიო მასშტაბით, კვირის განმავლობაში არაერთი აქტივობა არის დაგეგმილი.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend