მთავარისაქართველორა წერია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის ახალ კვლევაში

რა წერია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის ახალ კვლევაში

ეროვნულ-დლევიემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის ახალი კვს თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. გამოკითხულთა 43%-ის თქმით მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას. კითხვაზე, საქართველოში ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს,  გამოკითხულთა უმეტესობა 66% მასში მონაწილეობას მიიღებდა. 34% კი სავარაუდოდ არა.

კითხვაზე: არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესს გამოხატავს, რესპონდენტთა 56 %-მა აღნიშნა, რომ „არა“, 39 %-მა თქვა – „დიახ“. ახალგაზრდების 65 პროცენტი ამბობს, რომ მათ ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს.

მოსახლეობის 51% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს. მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად თბილისში არიან განწყობილი.

გამოკითხულთა მხოლოდ 9% ფიქრობს რომ პარლამენტი კარგად მუშაობს. 41%-ის აზრით საკანონმდებლო ორგანო ცუდად მუშაობს.

მოსახლეობის უმრავლესობის აზრით ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები არ მოქმედებენ.

ამავე კვლევის მიხედვით, პროდასავლური კურსის მხარდაჭერა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპული და ევრო – ატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით.

2019 წელთან შედარებით ,გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების ხელის შემშლელ ფაქტორად ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას ასახელებს.

NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა კი სტაბილურად მაღალია.

NDI-ის კვლევის მიხედვით, ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა საქართველოს დემოკრატიულად ქვეყნად არ მიიჩნევს. კითხვაზე არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, მხოლოდ 30%-მა უპასუხა დადებითად. 62%-ის აზრით კი ქვეყანაში დემოკრატია არ არის.

მოსახლეობის 44% თვლის რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ამავე კვლევაში გამოკითხულთა 58%  ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთის ბრალია. 18%-ის აზრით დამნაშავე ვლადიმერ პუტინია. 11% მიიჩნევს რომ ომი უკრაინის ბრალია. მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისს აკეთებს.

გამოკითხულთა უმეტესობის თქმით, მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია. კითხვაზე, ბოლო 12 თვის განმავლობაში, რამდენჯერ არ ჰქონდათ საკვების საყიდლად საკმარისი ფული, ყოველი მესამე ამბობს, რომ ხშირად.

ახლო მომავალში, უმრავლესობა ეკონომიკის გაუარესებას, პრორუსული ძალების გააქტიურებას, რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებას ელის.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის განცხადებით, კვლევაში საშუალო ცდომილება +-2%-ია. საველე სამუშაოები, 2022 წლის 14-ივლისიდან 15 აგვისტომდე ჩატარდა. დასრულებული ინტერვიუს სახით ქვეყნის მასშტაბით 2104 მოქალაქე გამოიკითხა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend