მთავარიამერიკააშშმოპარული ხელოვნება

მოპარული ხელოვნება

ახალი კანონის მიხედვით, ნიუ-იორკის მუზეუმები ვალდებულნი არიან მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელებისგან მოპარულ ხელოვნების ნიმუშებს შესაბამისი აბრა დაურთონ

მეორე მსოფლიო ომის დროს სულ მცირე 600 000 ნამუშევარი წაართვეს ებრაელ ხალხს ნაცისტებმა. გერმანელებს სურდათ, მათი კულტურა და იდენტობა აღმოეფხვრათ.

ჰოლოკოსტს გადარჩენილთა ბოლო თაობაც აღარ არსებობს. აღარ არიან ცოცხლები ამ ნამუშევრების თავდაპირველი მფლობელები.

მათი მემკვიდრეებისთვის ხელოვნების ეს ნიმუშები შეიძლება ერთადერთი ხელშესახები კავშირი  იყოს წარსულთან.

ნიუ-იორკის ახალი კანონის მიხედვით, აგვისტოს დასაწყისიდან მუზეუმებს მოეთხოვებათ, განათავსონ აბრა, რომელიც აღნიშნავს, თუ რომელი ნივთები მიითვისეს ნაცისტებმა 1933 წლიდან 1945 წლამდე.

ეს კანონი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომელიც შექმნილია იმის უზრუნველსაყოფად, რომ სკოლებმა და საზოგადოებამ მიიღონ ინფორმაცია ჰოლოკოსტის შესახებ.

ნიუ-იორკში მდებარე მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა დაადგინა, რომ  1,5-მილიონიანი ნივთების კოლექციიდან  53 ნამუშევარია ნაცისტების ეპოქაში მოპარული, ჩამორთმეული ან გაყიდული.

„ადამიანებმა უნდა იცოდნენ, თუ რის ფასად დაუჯდა ხალხს მეორე მსოფლიო ომი. ამ ხალხს ჩამოერთვა საგანძური, ნიუ-იორკის მუზეუმებმა ნაცისტების მიერ მოპარულ ხელოვნების ნიმუშებს შესაბამისი აბრა უნდა დაურთონ რომელიც მათ უყვარდათ და მათ ოჯახებში საუკუნეების განმავლობაში იყო დაცული”, – განაცხადა ანდრეა ბაიერმა, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებისა და ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილემ.

„ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ მათ ხსოვნას. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ამ ნივთების უკან მათი ტრაგიკული ისტორია დგას. ეს ყველამ უნდა გაიგოს“.

აქ წარმოდგენილია ნახატებს, ხელნაწერებსა და ქანდაკებებს.

არსებული სახელმწიფო კანონის მიხედვით, 1945 წლამდე შექმნილი და ევროპაში ომის დროს მოპარული ყველა ნამუშევარი უნდა დარეგისტრირდეს დაკარგული ხელოვნების ნიმუშების რეესტრში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend