მთავარიკუბიომის დასაწყისში უკრაინამ ნატოზე უარი თქვა, თუმცა პუტინი არ დაკმაყოფილდა - Reuters

ომის დასაწყისში უკრაინამ ნატოზე უარი თქვა, თუმცა პუტინი არ დაკმაყოფილდა – Reuters

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, უკრაინასთან ომის დაწყებისას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ და უკრაინის თემაზე კრემლის კურატორმა დიმიტრი კოზაკმა, პუტინს შეთანხმების წინადადება წარუდგინა, რომლის მიხედვითაც უკრაინა მზად იყო უარი ეთქვა ნატოში გაწევრიანების იდეაზე.

რუსეთის ხელისუფლებაში მყოფ სამ წყაროს ცნობით, კოზაკმა პუტინს უთხრა, რომ ასეთი შეთანხმებიდან გამომდინარე, აღარ არის საჭირო უკრაინაში შეჭრა და მისი ოკუპაცია, თუმცა პუტინმა მიღწეულ შეთანხმებაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ მისი მიზნები უფრო ფართოა ვიდრე ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი. ამის შედეგად შეთანხმება ვერ შედგა.

აღსანიშნავია, რომ სამიდან ორი წყარო ამბობს, რომ კოზაკი ამ შეთანხმებით  ომის გამოცხადების დღეს მივიდა პუტინთან, თუმცა მესამეს თქმით, 24 თებერვლამდე ცოტა ხნით ადრე შევიდა შეთანხმების წინადადებით კოზაკი რუსეთი პრეზიდენტის კაბინეტში.

შეგახსენებთ, რომ სწორედ უკრაინის სავარაუდო გაერთიანება ნატოში, პუტინს მოჰყავდა ომის დაწყების საბაბად. როიტერის წყაროების ცნობით, კოზაკი, რომელსაც ებარა უკრაინის ამბები კრემლში, ომის დაწყების შემდგომ, უკრაინასთან მას კავშირი აღარ აქვს

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend