მთავარიევროპაუკრაინახარკივის რეგიონი ოკუპაციისგან თითქმის თავისუფალია

ხარკივის რეგიონი ოკუპაციისგან თითქმის თავისუფალია

უკრაინის გენერალური შტაბის წარმომადგენელთა ინფორმაციით, საერთაშორისო სამართლის დარღვევით ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო და საარტილერიო იერიშებს.
ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 30 უკრაინული დასახლება და ქალაქი დაზიანდა. გრძელდება უკრაინელთა შეტევა როგორც ხარკივში, ისე  სამხრეთის ფრონტის ხაზზეც ქალაქ ხერსონის მიმართულებით. რუსული არმია კი დონბასში ქალაქ ბახმუტს უტევს,”საერთაშორისო სამართლის დარღვევით მტერი კვლავ ესხმის თავს ჩვენს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მტრის მიერ საავიაციო, საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმების შედეგად 30 – ზე მეტი უკრაინული დასახლება და ქალაქი დაზიანდა.” – ოლექსანდრ შტუპუნი, უკრაინის გენერალური შტაბის პრესმდივანი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებს, რომ ხარკივის რეგიონი თითქმის მთლიანად გაწმენდილია მტრის ჯარისგან. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ამბობს, რომ კონტრშეტევის დაწყებიდან დღემდე უკრაინელმა სამხედროებმა 400 – ზე მეტ დასახლებაზე დაიბრუნეს კონტროლი,”მე ახლახან დავბრუნდი ხარკივის რეგიონიდან, ჩვენი ხარკივის რეგიონიდან. ვიმყოფებოდი დეოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ მომენტისათვის ხარკივის რეგიონი თითქმის მთლიანად გავათავისუფლეთ. ეს ჩვენი ჯარისკაცების დამსახურებაა. მათ კიდევ ერთხელ შეძლეს შეუძლებელი. კონტრშეტევის პირველ დღეს ჩვენ 18 კილომეტრით წავიწიეთ წინ, 5 დღეში კი – 110 კილომეტრით. საერთო ჯამში 400 მდე დასახლება გავათავისუფლეთ. 150 ათასზე მეტი უკრაინელი შეძლებს ნორმალურ პირობებში ცხოვრებას. რუსული არმია ხარკივის რეგიონში 5 თვეზე მეტხანს იმყოფებოდა და მათ მოსახლეობის სასიკეთოდ არაფერი გაუკეთებიათ.” – ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინაში კატასტროფული სამხედრო დანაკარგებისა და დინამიკის ფონზე ოკუპირებული ლუჰანსკის რეგიონში  რუსეთმა მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა შეუზღუდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend