აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ წარმატებით წარმოებული კონტრშეტევის შემდეგ გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში სახელმწიფოს მთავარსარდალი და პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა.
მისი თქმით მას ადგილზე ბუჩას მსგავსი სურათი დახვდა, განადგურებული შენობები და წამებით მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენის მიზნით სამუშაოები უკვე დაწყებულია.
“ჩვენ აქ შოკისმომგვრელი სურათი დაგხვდა, მაგრამ ეს ჩემთვის მოულოდნელი არ იყო ვინაიდან ასეთი რამ ბუჩაშიც ვნახეთ, ერთ-ერთ პირველ დეოკუპირებულ ტერიტორიაზე. სურათი იგივეა, დანგრეული შენობები, მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობა, რა გითხრათ, ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია და დღევანდელი რუსი ერის ნამდვილი სახე“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იზუმში ჩასვლის შემდეგ.
დეოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტების მიერ სამხედრო დანაშაულის ჩადენის მრავალი ნიშანია, აღმოჩენილია სამოქალაქო პირების ნაწამები და დახვრეტილი ცხედრები.