მთავარიმსოფლიოევროპაუკრაინელებმა, მოლდოველებმა და ქართველებმა იცოდნენ, ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ - ურსულა ფონ...

უკრაინელებმა, მოლდოველებმა და ქართველებმა იცოდნენ, ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

მინდა, დასავლეთ ბალკანელმა, უკრაინელმა მოლდოველმა და ქართველმა ხალხმა იცოდეს: თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ, თქვენი მომავალი ჩვენს კავშირშია და ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი თქვენს გარეშე! – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან უკრაინის ომზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთი გაკვეთილი უკრაინის ომიდან არის ის, რომ უნდა მოესმინათ მათთვის, ვინც პუტინს იცნობდა.

„ერთი გაკვეთილი უკრაინის ომიდან არის, რომ ჩვენ უნდა გვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს. ანა პოლიტკოვსკაიასა და ყველა რუსი ჟურნალისტისთვის, რომლებმაც დანაშაულები გამოააშკარავეს და ამისთვის საფასური გადაიხადეს; ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, ასევე ბელარუსის ოპოზიციისთვის. ჩვენ უნდა გვესმინა ხმებისთვის ჩვენი კავშირის შიგნით პოლონეთში, ბალტიისპირეთში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ისინი წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ პუტინი არ გაჩერდება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend