მთავარიმსოფლიოკავკასიაგანახლებული კონფლიქტი ყარაბაღში

განახლებული კონფლიქტი ყარაბაღში

ბაქოსა და ერევანს შორის სამხედრო დაპირისპირება სამშაბათს განახლდა, შედეგად ორივე მხარეს 100 – მდე სამხედრო დაიღუპა. 49 სომეხი და 50 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი.

სამშაბათს, 13 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენელთა შუამავლობით საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, მაგრამ დღეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, აზერბაიჯანულმა მხარემ არტილერიისა და სხვა შეიარაღების გამოყენებით ცეცხლი კვლავ გახსნა, ბაქოში კი ერევანს კონფლიქტის ზონაში პროვოკაციების მოწყობაში სდებენ ბრალს.

“აზერბაიჯანელებმა იერიში მიიტანეს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ისინი იყენებენ როგორც სამხედრო დრონებს, ასევე არტილერიას. ჩვენი არმია მტერს შესაბამისად პასუხობს“, – განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არამ ტოროსიანმა.

სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტს გამოეხმაურა ვაშინგტონიც.

“ამ კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია. მოვუწოდებთ ორივე მხარეს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისაკენ. მოვუწოდებთ ორივე მხარეს კომუნიკაციის პირდაპირი ხაზის დამყარებისკენ როგორც სამხედრო, ასევე დიპლომატიური მიმართულებით. კრიზისის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების დაწყებაა აუცილებელი“, – თქვა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ.

მთიანი ყარაბაღის მეორე ომში 6 ათასზე მეტი სამხედრო დაიღუპა, მოსკოვში გაფორმებული ცეცხლისშეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე კი რეგიონში 2 ათასი რუსი ჯარისკაცი განლაგდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend