მთავარისაქართველოეროვნულმა ბანკმა რვა თვეში 23 საფინანსო კომპანია დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა რვა თვეში 23 საფინანსო კომპანია დააჯარიმა

2022 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სესხის გამცემი ორგანიზაციები – კერძო ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ჯამში 3 მილიონ 100 000 ლარით დააჯარიმა.

აქედან, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა 2,719,777 ლარით 9 კომერციული ბანკი დააჯარიმა.

რეგულატორის ინფორმაციით, კანონდამრღვევ ორგანიზაციათა სრულმა რაოდენობამ 8 თვის განმავლობაში 23 შეადგინა. ეროვნული ბანკი არ აკონკრეტებს თუ რომელი ორგანიზაციები დაჯარიმდნენ და რა მიზეზით.

ეროვნული ბანკის ცნობით, ჯარიმების საფუძველს წარმოადგენდა მოქმედი რეგულაციებით, წესებით, დებულებებითა და წერილობითი მითითებებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა ან დარღვევა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend