მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდედოფალი ელისაბედ მეორე ლონდონში ბუკინგემის სასახლეში გადაასვენეს

დედოფალი ელისაბედ მეორე ლონდონში ბუკინგემის სასახლეში გადაასვენეს

დედოფლის ცხედარი შოტლანდიიდან ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში საღამოს, 13 სექტემბერს გადაასვენეს.

როგორც ამბობენ, ეს მისი  საყვარელი რეზიდენცია არ ყოფილა. ამიტომ მისი ცხედარი აქ დიდხანს არ იქნება დასვენებული.

დიდი ბრიტანეთის დროით, ზუსტად 14:22 საათზე, ვესტმინსტერის დარბაზისკენ გაიმართება მსვლელობა, რომელსაც  სამეფო ოჯახის წევრებიც დაესწრებიან. ისინი ვესტმინსტერის დარბაზში 15:00 საათზე იქნებიან.

ედინბურგიდან დაწყებულ პროცესიას ესწრებოდა პრინცესა ანა. ამდენი დღის განმავლობაში იგი არ მოსცილებია დედას. მან სამშაბათს ემოციური წერილიც  გამოაქვეყნა.

“გამიმართლა, რომ  ჩემი ძვირფასი დედის ცხოვრების ბოლო 24 საათი მასთან ერთად გამეტარებინა.. ეს იყო პატივი და პრივილეგია, რომ ბოლო მოგზაურობის დროს მის გვერდით ვყოფილიყავი. ამ მსვლელობისას უამრავმა  ადამიანმა გამოიჩინა სიყვარული და პატივისცემა. ეს თან თავმდაბალს გხდის ადამიანს და თან სიამაყესაც გმატებს”, – წერს პრინცესა ანა.

მეფე ჩარლზი და კამილა ახლა ლონდონში იმყოფებიან,  მანამდე კი ჩარლზ III ახალი მონარქის რანგში ჩრდილოეთ ირლანდიას ეწვია.

ისინი შეხვდნენ პოლიტიკურ ლიდერებს, დაესწრნენ ღვთისმსახურებას წმინდა ანას ტაძარში და მიესალმნენ ხალხს.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ. იმედია, რომ მეფე ჩარლზი წინ წამოსწევს ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხს და მივაღწევთ იმას, რომ მომავალმა თაობამ ამ კუნძულებზე მშვიდობიან  გარემოში იცხოვროს”, – ამბობს კარენ მაკშეინი ჩრდილოეთ ირლანდიიდან.

“მეფეს შევხვდი და შევძელი ჩრდილოეთ ირლანდიის სკაუტთა ასოციაციის შარფი გადამეცა. მადლობაც გადამიხადა ის ძალიან მეგობრული აღმოჩნდა”, – ამბობს 17 წლის დილანი.

ლონდონი ახლა ასობით ათასი ვიზიტორის მისაღებად ემზადება. ცერემონია ორშაბათს, 19 სექტემბერს დასრულდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend