მთავარისაქართველოსომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ვითარება დაძაბულია

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ვითარება დაძაბულია

სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო ქალაქების დაბომბვაში ადანაშაულებს, ხოლო ბაქოში ერევანის მხრიდან მასშტაბურ დივერსიაზე საუბრობენ.
დღეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის უწყების ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანლების სპეციალური შეხვედრა გაიმართა. როგორც სამინისტროს პრესცენტრი იუწყება, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები გააგრძელებენ მათთვის დაკისრებული საბრძოლო ამოცანების შესრულებას, მიიღებენ ყველა საჭირო ზომას მტერთან დასაპირისპირებლად.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილმა განახორციელა მასშტაბური დეივერსია აზერბაიჯან-სომხეთის სასაზღვრო ქალაქებში. ბაქოში ირწუმებიან, რომ სომხურმა დივერსიულმა ჯგუფებმა დანაღმეს აზერბაიჯანის არმიის მომარაგების მიმართულებისთვის გათვალისწინებული მარშუტები, რის შემდეგაც მიიღეს „გადაუდებელი ზომები“.

წუხელ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. ამავე დროს საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებას გამოეხმაურა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი. ტვიტერზე ის წერს შემდეგს:- “სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ ბრძოლები და ინტენსიური დაბომბვა, რომლის შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ევროკავშირი მჭიდრო კავშირშია მხარეებთან, რათა ხელი შეუწყოს დეესკალაციას”.

მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება.

დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს როგორც სომხური ასევე აზერბაიჯანული მხარე. არის თუ არა მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები ჯერჯერობით უცნობია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend