მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდედოფლის ნეშტს ლონდონში გადაასვენებენ

დედოფლის ნეშტს ლონდონში გადაასვენებენ

მეფე ჩარლზი, პრინცესა ანა, პრინცი ედუარდი და პრინცი ენდრიუ ორშაბათამდე ედინბურგში იმყოფებოდნენ. დედოფალი ედინბურგში,  წმინდა გილსის ტაძარში იყო დასვენებული.

13 სექტემბერს დედოფლის ნეშტს შოტლანდიის დედაქალაქიდან ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში გადაასვენებენ.

ოთხშაბათს კი მას  დაასვენებენ ვესტმინსტერის დარბაზში, ოთხი დღის შემდეგ კი დაკრძალავენ.

როდესაც მეფე ჩარლზს  შოტლანდიის პარლამენტის წევრებმა მიუსამძიმრეს, მან აღნიშნა, რომ დედოფალი დიდად აფასებდა შოტლანდიას.

” წლების განმავლობაში, დედოფალი, ისევე როგორც ჩვენი ოჯახის მრავალი თაობა მანამდე, ამ მიწის მთებსა და მისი ხალხის გულებში პოულობდა თავშესაფარსა და სახლს”, – განაცხადა ჩარლზ მესამემ.

ახლა მსოფლიოს ყურადღებამ გადაინაცვლა ლონდონში, სადაც ბუკინგემის სასახლე გარდაცვლილი დედოფლის დასახვედრად ემზადება.

დედოფალ ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend