მთავარიევროპაუკრაინაბირთვული კატასტროფის საფრთხე მანამდე იარსებებს, ვიდრე დაბომბვა არ შეწყდება - რაფაელ დე...

ბირთვული კატასტროფის საფრთხე მანამდე იარსებებს, ვიდრე დაბომბვა არ შეწყდება – რაფაელ დე გროსი

ბევრს აფიქრებს ის, თუ რა შეიძლება მოხდეს ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი ამბობს, რომ, ერთი შეხედვით, ორივე მხარე, რუსეთიც და უკრაინაც, დაინტერესებულია, რომ ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხო ზონა შეიქმნას.

გასულ უქმეებზე კონტროლირებად ვითარებაში 6 რეაქტორიდან უკანასკნელიც გამორთეს. ბოლო ცნობებით, ისინი ცდილობენ, შეთანხმდნენ ენერგიის გარე, მთავარი წყაროს აღდგენის საკითხზე. თუმცა, გროსის თქმით, ზოგიერთი ელექტროგადამცემი ხაზი რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადის. ეს რთული გადასაწყვეტი იქნება, თუმცა, მისი აზრით, ეს არის მცდელობა, რომ ელექტროსადგურმა განაახლოს და გააგრძელოს მუშაობა.

რაფაელ დე გროსმა, რომელიც მიმდინარე თვეს თავად ეწვია ზაპორიჟიას, განაცხადა, რომ ბირთვული კატასტროფის საფრთხე მანამდე იარსებებს, სანამ დაბომბვა არ შეწყდება.

სააგენტოს ორი ინსპექტორი ადგილზე იმყოფება და  ელექტროსადგურზე მიმდინარე მოვლენებს აკვირდება. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიას რუსი სამხედროები აკონტროლებენ, სადგურს უკრაინული კომპანია მართავს და გადაწყვეტილებებიც სწორედ კიევში მიიღება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend