მთავარი კუბი უკრაინამ ხარკივის ოლქისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა - ISW

უკრაინამ ხარკივის ოლქისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა – ISW

უკრაინის კონტრშეტევას აფასებს ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი, რომელიც ყოველდღიურად აქვეყნებს ინფორმაციას მიმდინარე ბრძოლებზე.

ომის ინსტიტუტის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან მოყოლებული ხუთ დღეში დაახლოებით 3 000 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს – ეს უფრო მეტია, ვიდრე რუსი ოკუპანტების მიერ ბოლო 3 თვის განმავლობაში დაკავებული ტერიტორია.

ომის ინსტიტუტი უკვე პირდაპირ აცხადებს, რომ უკრაინამ ხარკივის ოლქისთვის ბრძოლა მოიგო და აჩვენებს რუკას, სადაც ჩანს, რომ ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით უკრაინის არმია რუსეთის სახელმწიფო საზღვრიდან 15-25 კილომეტრის დაშორებით მდებარე პოზიციებზე დგას.

 

კონტრშეტევის ფონზე, რუსეთი მოლაპარაკებებზე ალაპარაკდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ცნობით, მოსკოვი არა არის კიევთან მოლაპარაკებების წინააღმდეგი, თუმცა უკრაინაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ გამარჯვების შემდეგ და პირობებს თავად უკრაინა წარმოადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend