მთავარიევროპაშვედეთიშვედეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პარტია ლიდერობს

შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პარტია ლიდერობს

შვედეთის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ კვირას ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგი ოთხშაბათამდე გახდება ცნობილი.

პოპულისტური ანტიიმიგრაციული პარტიის, შვედეთის დემოკრატების გამარჯვებამ შესაძლოა სრულად შეცვალოს შვედეთის პოლიტიკური კურსი.

წინასწარი გამოკითხვით, პარტია ხმების დაახლოებით 21%-ს იღებს.

თუ ეს შედეგები დადასტურდა, კონსერვატიულ ბლოკს,  რომელშიც შვედეთის დემოკრატებიც შედიან, შეუძლია დაამარცხოს მემარცხენე ბლოკი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი ხელმძღვანელობს.

თავდაპირველად ეგზიტპოლების მიხედვით, ანდერსონის მმართველ მემარცხენე ბანაკს მცირე სხვაობით უნდა გაემარჯვა, თუმცა საღამოს შედეგები კონსერვატორების სასარგებლოდ შეიცვალა.

პრემიერ-მინისტრი ანდერსონი და სოციალ-დემოკრატები დამარცხებას არ აღიარებენ.

„ახლა დემოკრატიის წესის მიხედვით, ყველა ხმა უნდა დაითვალოს და დაველოდოთ შედეგს, მანამდე კი ვიფიქროთ, რომ კარგი არჩევნები გვქონდა, ფანტასტიკური კამპანია გვქონდა და კარგი შედეგიც მივიღეთ. გმადლობთ! ” – განაცხადა  მაგდალენა ანდერსონმა, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.

მიუხედავად იმისა, თუ ვინ მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას, სავარაუდოდ, შვედეთის მთავრობის ფორმირებას დიდი დრო დასჭირდება,  როგორც ეს მოხდა 2018 წლის არჩევნების შემდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend