მიგრანტთა სამაშველო ორგანიზაცია SOS Humanity-ს წარმომადგენლის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე სამაშველო მისიის შედეგად 208 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
გასულ შაბათს მათ იტალიაში მიმავალი 25 მიგრანტი გადაარჩინეს. იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე მიგრანტთა ნაკადი არ წყდება. მათი უმეტესობა ტუნისიდან იტალიაში ჩასვლას პატარა ნავებით ცდილობს.
პარასკევს კუნძულზე 231 მიგრანტი ჩავიდა, ხოლო შაბათ-კვირას – დამატებით 115 ადამიანი. ორშაბათს კი 700 მიგრანტი ჩავიდა კუნძულზე.
იტალიის ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას ცდილობს. კუნძულზე არსებული მიგრანტთა ცენტრი 350 ადამიანის მისაღებადაა აღჭურვილი. თუმცა აგვისტოს ბოლო რიცხვებისთვის ცენტრს უკვე 1500-ზე მეტმა მიგრანტმა შეაფარა თავი. ისინი მიგრანტების სხვადასხვა ცენტრებში გადანაწილებას გეგმავენ.