მთავარიგადაცემებისამიზნეიქნება თუ არა მეტავერსი 30 ტრილიონი ევროს ღირებულების ელდორადო?

იქნება თუ არა მეტავერსი 30 ტრილიონი ევროს ღირებულების ელდორადო?

ინტერნეტის ე.წ მომავალი ჯერ კიდევ არ დამგარა, თუმცა ის მეტავერსის პლატფორმაზე იქმნება და მალე ვიხილავთ კიდეც. მისი პირველი მომხმარებლები ამბობენ, რომ დროა უკვე შევუერეთდეთ ამ პლატფორმას. თუმცა უმეტესობისთვის მეტავერსი ჯერჯერობით იდუმალებით არის მოსილი.

მარტივად რომ ავხსნათ, მეტავერსი არის კომპიუტერის საშუალებით გაფართოებული რეალობა, იგივე იქს-რეი (XR), რომელიც გავრცობილი  შერეული და ვირტუალური რეალობების ყველა ასპექტს მოიცავს. ამჟამად მეტავერსი წარმოადგენს სივრცეს, სადაც ადამიანი და ავტომატური ერთეულები  ეკონტაქტებიან ერთმანეთს.

დიდი პორტენციალი

არსებული შეფასებების მიხედვით, მეტავერსის ბაზრის  ღირებულება მომავალი დაახლოებით 15 წლის განმავლობაში 10 და 30 ტრილიონ ევროს შორის იქნება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ახალ პლატფორმას უზარმაზარი პოტენციალი აქვს. და დუბაი ამ პლატფორმაზე მსოფლიო ლიდერობას გეგმავს.

დუბაის მეტავერსის სტრატეგია მიზნად ისახავს, რომ მისი წილი ეკონომიკაში 2030 წლსითვის 4 მილიარდი ევროთი გაიზარდოს, რის შედეგადაც შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ხოლო 42 ათასი სამუშაო ადგილი ვირტუალურ სივრცეში გადავა.

 

მომხმარებელი სიახლეს ითვისებს

კომპანია MasterCard-ის წლიური ციფრული გადახდების ინდექსის ანგარიშმა აჩვენა, რომ მომხმარებელი ფეხდაფეხ მიჰყვება ცვლილებებს.

კომპანია Mastercard-ის  ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის მიმართულების (MENA) გენერალური მენეჯერი ჯეი კეი ხალილი ამბობს, რომ კომპანიის ციფრული გადახდები  67 პროცენტით გაიზარდა. მისი აზრით მეტავერსის მსგავსი მატრიცებისა და ეკოსისტემის დამატება  მომავალში კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის.

„სწორედ ამიტომ ჩვენი პარტნიორები, იქნებიან ეს ფინანსური ტექნოლოგიები თუ  ვაჭრები და ბანკები, უამრავ შეკითხვას გვისვამენ ამის თაობაზე. ისინი ყველა თანაბრად არიან აღტაცებული მეტავერსით და ერთნაირად აინტერესებთ ეს ფორმატი,  ყველას კონსტრუქციული დისკუსია აქვს  ამ პარტნიორობის თაობაზე,“-განმარტა ჯეი კეი ხალილმა.

მკვლევრები ამბობენ, რომ 2026 წლისთვის ადამიანთა მეოთხედი დღეში სულ მცირე ერთ საათს მეტავერსზე გაატარებს სამუშაოს, საყიდლების, განათლების, სოციალიზაციის ან გართობის მიზნით.

 

საკუთრების მოდელი იცვლება

Scopernia დუბაიში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ეხმარება ბრენდებსა და ორგანიზაციებს, გაიგონ, თუ რას წარმოადგენს ისეთი ახალი ტექნოლოგია, როგორიც Web3-ი და ახალი შესაძლებლობები აითვისონ.

Scopernia-ს მმართველი პარტნიორი ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) რეგიონში ჯერემი დენსითის მიხედვით, დრეს ყველას ისეთი მეტავერსი აინტერესებს, რომელიც საკუთრების შეძენის საშუალებას იძლევა.

„თუ ქმნი რაღაცას, ის შენი საკუთრება ხდება. მაგალითად, ყიდულობ პერანგს შენი ავატარისთვის. შემდეგ შეგიძლია, ეს პერანგი ვინმე სხვას მიჰყიდო. თუ გსურს მიწის ყიდვა, ესეც შეგიძლია. შეგიძლია, იყიდო მიწა და მერე გაყიდო“, – განმარტავს ჯერემი მიუთითებს, რომ ხელშესახები ეკონომიკა სრულიად შეცვლის ერთეულზე დაფუძნებულ ეკონომიკას.

„ეს ქმნის ახალ ბიზნესმოდელებს, ხალხს ინვესტირების ახალ გზებს უხსნის, ბიზნესის შენების ახალ მოდელებს სთავაზობს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამისთვის სტრატეგია გჭირდება. ეს  ხალხსაც ეხება –  მე და თქვენ, ჩვენნაირ პიროვნებებს, თუმცა ასევე ეხება ორგანიზაციებსაც, შესაძლებლობების სრულიად ახალი სამყაროს კარს აღებს,“ – ამბობს ჯერემი.

იყავი ცნობისმოყვარე

ბრაიარ პრესტიჟი Prestidge Group -ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.  იგი თვლის, რომ ახლა იმაზე საუბარი, თუ როგორი იქნება მეტავერსი, ცოტა არ იყოს, იმას ჰგავს, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში გეთქვა თუ როგორი იქნებოდა ინტერნეტი. ბრაიარმა ახლახან 48 საათი გაატარა მეტავერსზე, რათა მეტი გაეგო ვირტუალურ რეალობაზე, ბრენდების მიმდინარე საქმიანობასა და სხვა ამბებზე, რომელთა გაგებაც ამ პლატფორმაზე შეიძლება.

ბრაიარ პრესტიჟი, Prestidge Group -ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი:

„როგორც მეწარმე, ყოველთვის ვცდილობ, მომავალზე გავაკეთო აქცენტი ჩემი ბიზნესით. მხოლოდ ჩემი გადმოსახედიდან თუ ვიმსჯელებთ,  Web3  და მეტავერსი ინტერნეტის გაგრძელებაა. მგონია, რომ ყველა კომპანია Web3-ის წევრი გახდება. ამიტომ გადავწყვიტე, ექსპერიმენტი ჩამეტარებინა.“

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ბრაიარი ყველას ურჩევს, მეტავერსით დაინტერესდეს.

წლის დასაწყისში დუბაის ვირტუალური აქტივების მარეგულირებელმა ორგანომ პირველმა მსოფლიოში მსგავს მარეგულრებლებს შორის შექმნა რეგულაციები ფინანსური ერთეულებისთვის, თუ როგორ იმოქმედონ მეტავერსზე. ეს ეხება ასევე ბანკებსა და სახელმწიფო მომსახურების ორგანოებს. ამ ნაბიჯით დუბაის ვირტუალური აქტივების მარეგულირებელმა ხაზი გაუსვა, რომ სურს ვირტუალურ მსოფლიოში წამყვანი მოთამაშე იყოს.

ავტორი: ნატალი ლინდო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend