მთავარიევროპარუსეთი“ZOV” - ყოფილი რუსი მედესანტის ამბავი

“ZOV” – ყოფილი რუსი მედესანტის ამბავი

პაველ ფილატიევი იმ სამხედრო ნაწილში ერთიანდებოდა, რომელიც უკრაინის ქალაქ ხერსონის ოკუპაციაში მონაწილეობდა. იხსენებს, რომ არც მან და არც სხვა სამხედროებმა არ იცოდნენ სად მიჰყავდათ.

„წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ ყველაფერი ასე იქნებოდა. აფეთქებებმა გაგვაღვიძა. და იმ მომენტში მივხვდით, რომ რაღაც სერიოზული დაიწყო. შესაძლოა სრულმასშტაბიანი ომი“ „მაგრამ ვის წინააღმდეგ? და რატომ, როგორ და რისთვის – გაუგებარი იყო. ასე დაიწყო ყველაფერი ჩემთვის“, – იხსენებს ფილატიევი.

მალევე მიხვდა, რომ ერთადერთი მტერი უკრაინა იყო. აპრილის ბოლოს ის დაიჭრა, რის გამოც ფრონტის ხაზიდან წაიყვანეს. რუსეთში დაბრუნების შემდეგ ფილატიევმა გადაწყვიტა ეთქვა სიმართლე, რადაც არ უნდა დაჯდომოდა. ყოფილმა მედესანტემ დღიური გამოაქვეყნა, სახელწოდებით “გამოძახილი” (zov), რომელშიც უკრაინაში მიმდინარე ომს აღწერს და რუსეთს მწვავედ აკრიტიკებს.

„აღარ მინდოდა ამაში მონაწილეობის მიღება, ვფიქრობდი, რომ სრული სიგიჟე იყო. მაგრამ იმ სიტუაციაში ასე უბრალოდ წასვლა არ შემეძლო. იქედან წამოსვლა, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. განსაკუთრებით მაშინ, როცა არ გინდა ვიღაცას მშიშარა ეგონო. მიმაჩნია, რომ უბრალოდ გამიმართლა, იმის გამო, რომ დავიჭერი, ჩემი ევაკუაცია მოხდა, რომ არ გამოვეყვანე თვალის გარეშე დავრჩებოდი“, – ამბობს პაველ ფილატიევი.

გამოძახილში პაველ ფილატიევი აღწერს, რომ რუსი ჯარისკაცები სუსტად იყვნენ აღჭურვილი, იყენებდნენ ვადაგასულ მოწყობილობებს და მწყობრიდან გამოსულ მანქანებს.

„ჩვენმა მთავრობამ სამთვიანი კონტრაქტების დადება დაიწყო. იმას ვგულისხმობ, რომ მოხსნეს ჯარში ჩარიცხვის ყველა მოთხოვნა. იქ 55 წლის კაცს, რომელიც დივანზე იწვა ლუდს სვამდა და რუსულ პროპაგანდას უსმენდა, ეუბნებიან რომ ფულს გადაუხდიან. და ისიც მიდის იმ ფიქრით რომ ბევრს გადაუხდიან, ისინიც აიყვანენ ამ ადამიანს მედესანტეებში ჩარიცხავენ ყოველგვარი მომზადების გარეშე, თითქმის მთელი ჩემი დანაყოფი ახლა ასეთი ადამიანებისგან შედგება. კიდევ ყოფილი პატიმრების გაშვებაც დაიწყეს ფრონტზე“, – ყვება პაველ ფილატიევი.

დღიურის გამოქვეყნების შემდეგ, ფილატიევმა ქვეყანა დატოვა. შემდეგ კი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის პასპორტს და სამხედრო ბილეთს ანადგურებს.

ახლა ყოფილი მედესანტე პაველ ფილატიევი თავს საფრანგეთს აფარებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend