მთავარიკუბიუკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან ქალაქი ბალაკლია გაათავისუფლეს 

უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან ქალაქი ბალაკლია გაათავისუფლეს 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც გადაღებულია ხარკივის ოლქის ქალაქ ბალაკლიაში.

ვიდეოში სამი ნიღბიანი ჯარისკაცი ფეხს ადგამს რუსეთის დროშას და მათ ფონზე უკრაინის ეროვნული დროშა ფრიალებს.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია 20 დასახლებული პუნქტი.

ის, რომ ბალაკლია გათავისუფლებულია მოწმობს ადგილობრივების მიერ გადაღებული ვიდეოები, რომლებიც სიხარულით ეგებებიან უკრაინელ სამხედროებს.

 

ხარკივის ოლქში წინსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ადასტურებს ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტი, რომელიც ყოველდღიურად აახლებს ინფორმაციას მიმდინარე ბრძოლებთან დაკავშირებით და აქვეყნებს რუკასაც, სადაც ჩანს უკრაინული შეიარაღებული ძალების პროგრესი.

 

რუსულ მხარეს ამ დანაკარგების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend