მთავარიევროპაშვედეთიგარემოსდამცველმა ორგანიზაციამ შვედეთის პორტში რუსული ბუნებრივი აირით დატვირთული გემი არ შეუშვა

გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ შვედეთის პორტში რუსული ბუნებრივი აირით დატვირთული გემი არ შეუშვა

შვედეთის ერთ-ერთ პორტში გარემოსდამცველი ორგანიზაციის „გრინპისის“ აქტივისტებმა სატვირთო ტანკერს, სახელწოდებით „ქორალ ენერჯის“ არ მისცეს პორტში შესვლისა და ბუნებრივი აირის გადმოტვირთვის საშუალება.

აქტივისტებმა ტერმინალზე გაშალეს ბანერი, რომელზეც ეწერა, რომ  შვედეთის პრემიერ-მინისტრმა უნდა შეწყვიტოს პუტინის ომის დაფინანსება.

ორგანიზაცია „გრინპისი“ მოუწოდებს შვედეთის მთავრობას,  დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უკვე 6 თვეა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. მათთვის მიუღებელია, რომ შვედეთი კვლავინდებურად აგრძელებს რუსული წიაღისეული საწვავის შეძენას. გარემოსდამცველების აზრით, ამ გზით უკრაინაში მიმდინარე ომი ფინანსდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend