მთავარიმსოფლიოევროპაუკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე სატვირთო მანქანების გრძელი რიგია

უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე სატვირთო მანქანების გრძელი რიგია

უკრაინის საზღვარზე, პოლონეთთან, ექსპორტისთვის განკუთვნილი სხვადასხვა პროდუქტით დატვირთული ასობით სატვირთო მანქანა უკვე მრავალი დღეა უძრავად დგას იაგოდის საგუშაგოზე.

ამ კვირას სატვირთოების რიგმა 45 კილომეტრს მიაღწია. როგორც ირკვევა, პოლონელი მესაზღვრეები ძალიან ნელა მუშაობენ, რის გამოც სატვირთოს მძღოლები ზარალდებიან.

მძღოლები უკვე 3 დღეა,  რაც აქ დგანან.  ზოგმა გადასწრებაც სცადა. მართალია,  ისინი პოლიციამ დააკავა, თუმცა მალევე გაუშვა. მძღოლები დაიღალნენ რიგში დგომით. მათი აზრით, ხელმძღვანელობამ დროულად უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები,  რომ საზღვარზე უფრო ოპერატიულად იმუშაონ და რიგიც უფრო სწრაფად გავიდეს.

მართალია, საზღვაო ექსპორტი განახლდა, მაგრამ მძღოლებს ზეთი, მზესუმზირა, ხორბალი და ისეთი პროდუქტები გადააქვთ, რომელთა გატანაც აკრძალულია შავი ზღვის გავლით.

მძღოლებს სხვა გზა არ აქვთ, უნდა დაელოდონ, შესაძლოა კიდევ 2 ან სამი დღე. საზღვრის მეორე მხარესაც არასახარბიელო მდგომარეობაა.

მიმდინარე კვირას მძღოლებმა გზა გადაკეტეს და ფიტოსანიტარიული კონტროლის დაჩქარება და 24-საათიანი მომსახურება მოითხოვეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend