მთავარიევროპაგერმანიააშშ-ი უკრაინას 675 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

აშშ-ი უკრაინას 675 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

დემოკრატიული დასავლეთის სახელმწიფოთა თავდაცვის მინისტრები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რამშტაინში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ხვდებიან ერთმანეთს.

განხილვის მთავარი თემა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევაა. ფრონტის ხაზებზე უკრაინული არმიის კონტრშეტევის ფონზე ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ კიევს სწორედ ამ ეტაპზე ესაჭიროება მეტი თანადგომა

„ომი გრძელდება და ჩვენი შეკრების მიზანი კიევისთვის მეტი დახმარების ორგანიზებაა. ერთად ვზრუნავთ, რომ უკრაინული არმია მზად იყოს გრძელვადიანი ომისათვის. გრძელდება უკრაინული არმიის სხვადასხვა განშტოებას შორის თავსებადობის ზრდაც. ჩვენ კი ჩვენი მხრივ ვზრუნავთ სამხედრო წარმოების გაზრდაზე, რათა უკრაინულ არმიას გრძელვადიანი კონფლიქტის პირობებში შესაბამისი შეიარაღების ნაკლებობა არ ჰქონდეს. აშშ-ი უკრაინისთვის 675 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოჰყოფს ”, – განაცხადა აშშ – ის თავდაცვის დეპარტამენტის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრიც. უკრაინაში დაუნდობელი რუსული ინტერვენციის ფონზე დასავლეთის მიერ კიევისთვის გადაცემულ თანამედროვე შეიარაღებას დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინული არმიის  წარმატებული თავდაცვისთვის.

უკრაინის მოკავშირე სახელმწიფოებისათვის ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა კიევისთვის შეიარაღების მიწოდების უზრუნველყოფაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend