ახალი სასწავლო წლის დაწყება უამრავ ემოციასთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებისთვის. ხანგრძლივი საზაფხულო არდადეგების შემდეგ ქალაქებსა თუ სოფლებში ბავშვები თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან შესახვედრად ემზადებიან.
სკოლაში დაბრუნების ემოციები ბავშვებში განსხვავებულია – სწავლის დაწყება ვიღაცისთვის სიხარულის მომტანი, სხვისთვის კი დამღლელი რუტინული პროცესის დასაწყისია.
რა როლი აქვს მშობელს და რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისთვის, რომ ხანგრძლივი საზაფხულო არდადეგების შემდეგ ბავშვი სასკოლო გარემოს მარტივად მოერგოს? ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ლადო აფხაზავამ ისაუბრა.