სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთს ფრონტის ხაზზე ცოცხალი ძალის და შეიარაღების მიწოდების პრობლემა აქვს. მოსკოვი კი, რომელიც დასვლეთის მხრიდან სულ უფრო მეტ იზოლაციაში ექცევა ცდილობს ახალი პარტნიორები მოძებნოს.
ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ჩრდილოეთ კორეაა. სამხრეთ კორეელი სამხედრო სპეციალისტის, იანგ ვუკის განცხადებით რუსეთის ფედერაციამ ჩრდილოეთ კორეისგან შეიძლება საარტილერიო და სარაკეტო შეიარაღება მიიღოს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები დაკავებულ პოზიციებს ინარჩუნებენ და მოწინააღმდეგეს არ აძლევენ ქვეყნის სიღრმეში წინსვლის შესაძლებლობას.
უკრაინაში მიმდინარე ომზე ვახტანგ კაპანაძე, ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მრჩეველი საუბრობს