მთავარი საქართველო სალომე ზურაბიშვილი:ყველას მოგვიწევს პასუხის გაცემა მომავალი თაობისათვის, თუ როგორ ვიმოქმედეთ ამ ძალიან...

სალომე ზურაბიშვილი:ყველას მოგვიწევს პასუხის გაცემა მომავალი თაობისათვის, თუ როგორ ვიმოქმედეთ ამ ძალიან საინტერესო დროს

ჩვენ, ვინც ქვეყნის სათავეში ვართ, იქნება ეს მმართველი გუნდი, ოპოზიცია, თუ ინსტიტუციური ლიდერები, ყველანი პასუხისმგებლები ვართ და ყველას მოგვიწევს პასუხის გაცემა მომავალი თაობისათვის, თუ როგორ ვიმოქმედეთ ამ ძალიან საინტერესო დროს, როდესაც უეცრად ისტორიამ და უკრაინამ ახალი პერსპექტივა შემოგვთავაზა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, საერთაშორისო კონფერენციის ,,დიდება უკრაინას“ მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვისას აღნიშნა.
მისივე თქმით, უნდა დავაჩქაროთ ქვეყნის ეკონომიკური დინამიკა და მეტი უნდა გავაკეთოთ დეპოლარიზაციის კუთხით, რომელიც არ აჩვენებს რაიმე რეალურ არსს და ახალგაზრდებს ქვეყნის გარეთ გასვლისაკენ უბიძგებს.

„რა თქმა უნდა, არის ეკონომიკური და სოციალური პრობლემები და ის, რომ ქვეყანაში საკმარის დინამიკას ვერ ხედავენ. ამიტომ უნდა დავაჩქაროთ რეფორმები, ამიტომ უნდა დავაჩქაროთ ქვეყნის ეკონომიკური დინამიკა, ამიტომ მეტი უნდა გავაკეთოთ დეპოლარიზაციის კუთხით, რადგან თუ არის რაიმე, რაც ახალგაზრდებს ქვეყნის გარეთ გასვლისაკენ უბიძგებს, ეს ქვეყნის შიგნით არსებული ამ გაუთავებელი პოლარიზაციის ხილვაა, რომელიც არ აჩვენებს რაიმე რეალურ არსს – საით მივდივართ და არ მოაქვს ის ოპტიმიზმი, რომელიც კეთების, შენებისა და ამ გზის გაგრძელებისთვის ახალი ენთუზიაზმის შესაქმნელადაა საჭირო.
ჩვენ ჩვენს ახალგაზრდებში ეს ევროპული პერსპექტივა უნდა გავაღვივოთ. ეს ძალიან ნათლადაა წარმოდგენილი. არავინ უნდა იყოს პესიმისტურად განწყობილი, თუმცა ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა თუ სად დგას უკრაინასთან მიმართებით, ევროპასთან მიმართებით და ჩვენ, ვინც ქვეყნის სათავეში ვართ, იქნება ეს მმართველი გუნდი, ოპოზიცია, თუ ინსტიტუციური ლიდერები, ყველანი პასუხისმგებლები ვართ და ყველას მოგვიწევს პასუხის გაცემა მომავალი თაობისათვის თუ როგორ ვიმოქმედეთ ამ ძალიან საინტერესო დროს, როდესაც უეცრად ისტორიამ და უკრაინამ ახალი პერსპექტივა შემოგვთავაზა, შემოგვთავაზა ახალი მომავალი ისე, რომ იმ დროს ჩვენ თითქმის არაფრის გაკეთება მოგვიწია ამისთვის და ვიქნებით კი ამისთვის მზად. ჩემი ვარაუდით, ჩვენ მზად ვიქნებით და ხვალ ერთად ვიქნებით ევროკავშირში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend