მთავარისაქართველოკელი დეგნანი: მჭიდროდ ვმუშაობთ საბაჟოსთან და სასაზღვრო პოლიციასთან, რათა ვცადოთ „ხვრელების“ დახურვა...

კელი დეგნანი: მჭიდროდ ვმუშაობთ საბაჟოსთან და სასაზღვრო პოლიციასთან, რათა ვცადოთ „ხვრელების“ დახურვა პორტებსა და საზღვრებზე

როგორც ცნობილია, აშშ ყველა ქვეყანას მოუწოდებს, იქნება ეს ამ რეგიონის თუ სხვა ქვეყანა, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რომ დახუროს ქსელი, რადგან ეს არის გზა, რითაც სანქციები ყველაზე ეფექტური ხდება. სანქციების მიზანია ქცევის შეცვლა და საუკეთესო გზა იმისთვის, რომ სანქციები ეფექტური იყოს, არის რომ არ არსებობდეს თავდასაძვრენი საშუალებები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე – „დიდება უკრაინას“ განაცხადა.

ელჩს შეკითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ყაზბეგში რუსული ავტომობილებისა და ტრაილერების დიდი ნაკადი ფიქსირდება.

კითხვის საპასუხოდ ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ ყველა ქვეყანას მოუწოდებს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სანქციებისგან თავის დასაღწევი საშუალებები დახუროს.

„როგორც ცნობილია, აშშ ყველა ქვეყანას მოუწოდებს, იქნება ეს ამ რეგიონის თუ სხვა ქვეყანა, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რომ დახუროს ქსელი, რადგან ეს არის გზა, რითაც სანქციები ყველაზე ეფექტური ხდება. სანქციების მიზანია ქცევის შეცვლა და საუკეთესო გზა იმისთვის, რომ სანქციები ეფექტური იყოს, არის რომ არ არსებობდეს თავდასაძვრენი საშუალებები. საქართველოს მთავრობა მაშინვე დაემორჩილა ფინანსურ სანქციებს, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ამ ქსელის დახურვა და იგი კვლავ სიფხიზლეს ინარჩუნებს ფინანსური სანქციების მიმართ. ჩვენ, ხანგრძლივი პარტნიორობის შედეგად, ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საბაჟოსთან და სასაზღვრო პოლიციასთან, რათა ვცადოთ ხვრელების, თავდასაძვრენი საშუალებების დახურვა პორტებსა და საზღვრებზე. ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის, რომ წავახალისოთ საქართველო გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია. ამ კონფლიქტში გამარჯვება და მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად მიღწევა შესაძლებელია ერთად დგომით სანქციების აღსრულებასთან, ექსპორტის კონტროლის დარღვევების თვალყურის დევნასთან დაკავშირებით, არ შემიძლია გიპასუხოთ, რომ 100 %-ით არ ხდება, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვნახეთ თანამშრომლობა ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით და იმ უწყებებთან, რომლებთანაც ჩვენ აქ ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება საუკეთესოდ შევაჩეროთ ეს ნაკადი“, – განაცხადა ელჩმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend