მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONჯოზეფ ბორელი: „ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველოს წინსვლა ამბიციური რეფორმების გზაზე“

ჯოზეფ ბორელი: „ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველოს წინსვლა ამბიციური რეფორმების გზაზე“

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ ტვიტერზე ეხმაურება.

ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპულ გზაზე მხარს დაუჭერს.

„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს წინ დროული შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილთან. ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველოს წინსვლა ამბიციური რეფორმების გზაზე. ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე“,- წერს ჯოზეფ ბორელი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend