მთავარიაზიაისრაელიისრაელის არმიის წევრებმა პალესტინელი ჟურნალისტის მკვლელობა აღიარეს

ისრაელის არმიის წევრებმა პალესტინელი ჟურნალისტის მკვლელობა აღიარეს

ისრაელი 11 მაისს პალესტინელი ჟურნალისტის შირინ აბუ აკლეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით არ აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს.

ჩატარებული გამოძიების შემდეგ ისრაელის არმიის წევრებმა აღიარეს, რომ სავარაუდოდ, ერთ-ერთმა მათგანმა შეცდომით ესროლა ჟურნალისტს, რომელიც რეგიონში განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა. თუმცა ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ მათი ჯარისკაცები შესაბამისად მოქმედებდნენ, როდესაც მათ პალესტინელებმა ცეცხლი გაუხსნეს.

პალესტინელ-ამერიკელი ჟურნალისტის გარდაცვალებამ ახლო აღმოსავლეთში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა კონფლიქტი პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის.  

თავის მხრივ, პალესტინურმა მხარემაც ჩაატარა გამოძიება და დაასკვნა, რომ ისრაელელმა ჯარისკაცებმა განზრახ მოკლეს ჟურნალისტი. 
თვითმხილველთა თქმით კი, ამ დროს შემთხვევის ადგილას პალესტინელებს ცეცხლი არ გაუხსნიათ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიის ანგარიში შეერთებული შტატების მოთხოვნით გამოქვეყნდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend