მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოგერმანელმა ხელოვანმა სტეფანი ლუნინგმა ლონდონში პირველი გამოფენა გამართა

გერმანელმა ხელოვანმა სტეფანი ლუნინგმა ლონდონში პირველი გამოფენა გამართა

ლონდონში გერმანელმა ხელოვანმა სტეფანი ლუნინგმა თავის პირველ გამოფენაზე  ცისარტყელას ფერებში შექმნა ქაფი, რომელმაც მთლიანად გარდაქმნა გარე საგამოფენო სივრცე. როგორც ცნობილია, ინსტალაცია ძირითადად წყლისა და საკვები საღებავების გამოყენებითაა შექმნილი.

ერთ-ერთი დამთვალიერებლის იემისი აიაკაიეს აზრით, ეს შესანიშნავია. მას აქამდე არასდროს უნახავს მსგავსი რამ. მისთვის სახალისოა, მოთხუპნილ ბავშვებს რომ უყურებს.

საკუთარ ნამუშევარზე ხელოვანმაც ისაუბრა.

სტეფანი ლუნინგისთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი შინაგანი განცდები ნამუშევრებში გადმოსცენ. მისი თქმით, ამ სახის ნამუშევრებში დროის ფაქტორიც ყურადსაღებია.

შესაძლოა, იყოს განუმეორებელი მომენტი, რომლის შეგრძნება ადამიანს მხოლოდ ახლა შეუძლია. სტეფანი ამბობს, რომ იგი ზუსტად ასეთ ნამუშევარს ხვალ ვერ შექმნის, მისი განმეორება შეუძლებელია. ის აუცილებლად  განსხვავებული იქნება.

ამ მხიარულებას წინ დიდი სამუშაო უძღოდა. ხელოვანის თქმით, ეს სამუშაო, ლამაზი ქაოსის მოწესრიგებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend