მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელ კადეტთა სასწავლებელი

უკრაინელ კადეტთა სასწავლებელი

კადეტთა სკოლა 24 თებერვალს დაწყებული რუსული ინტერვენციის შემდეგ პირველად ამოქმედდა. 540 მოსწავლიდან ბევრმა სასწავლო პროცესის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ბიჭები შავ და ოქროსფერ ფერებში გაფორმებულ უნიფორმებში არიან გამოწყობილნი.

კადეტთა სასწავლებლები საბჭოთა კავშირის ბევრ რესპუბლიკაში არსებობდა, მაგრამ კიევთან ახლოს მდებარე ვოლოდიმირ დიდის სახელობის სასწავლებელში ამჟამად მყოფი სტუდენტები საბჭოთა კავშირის დაშლიდან დიდი ხნის შემდეგ არიან დაბადებულნი. იაროსლავი 16 წლისაა და მას იურისპრუდენციის შესწავლა სურდა, მაგრამ მისი მამის რუს ოკუპანტებთან შეტაკებისას დაღუპვის შემდეგ მისი მიზნები შეიცვალა.

„გულწრფელი ვიქნები. 24 თებერვლამდე იმედი მქონდა, რომ იურისტი გავხდებოდი და მსურდა სამშობლოში მესწავლა. მე ყოველთვის მიყვარდა და მეყვარება სამშობლო. ახლა ყველაფერი შეიცვალა, მე მსურს, მამაჩემის გზას გავყვე და მასსავით სამშობლოს თავისუფლებისთვის ვიბრძოლო. 24 თებერვალს მიხვდი, რომ უკრაინას ჩემზე ცოტათი უფროსი ადამიანები იცავენ და მეც მათ რიგებს მინდა შევუერთდე“, – თქვა იაროსლავმა.

სკოლის დირექტორი ნატალია ჰოლოვიჰინას თქმით, სასწავლებლის ორი სტუდენტი ფრონტის ხაზზე დაიღუპა.

„ჩვენი მასწავლებლების მიზანი კომფორტული გარემოს შექმნაა. ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე სემინარი მალე დაიწყება. კარგი კადრები გვყავს, მოსწავლეებს მათთან ურთიერთობა სიამოვნებთ. ჩვენ ვზრდით სამხედრო ინჟინრებს, ექიმებსა და ჯარისკაცებს“, – ამბობს ნატალია ჰოლოვიჰინა, ვოლოდიმირ დიდის სახელობის სასწავლებლის დირექტორი.

ვოლოდიმირ დიდის სახელობის სასწავლებელში ცდილობენ, რომ მოსწავლეებს მხოლოდ ომთან დაკავშირებით არ ჰქონდეთ საფიქრელი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend