მთავარიევროპაიტალიავენეციის კინოფესტივალი ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვით გაიხსნა

ვენეციის კინოფესტივალი ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვით გაიხსნა

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის წლევანდელ გახსნის ცერემონიაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ აუდიტორიას სიტყვით მიმართა. სამწუთიან ვიდეოში უკრაინის პრეზიდენტმა პატივი მიაგო უკრაინის კონფლიქტში დაღუპულ ბავშვებს და საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერა სთხოვა.

წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა ამერიკელი პოლიტიკოსი ჰილარი კლინტონიც, რომელიც ფესტივალზე არაკომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენდა. ორგანიზაცია ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას.

ფესტივალის პირველი დღე ფილმის “თეთრი ხმაურის” ჩვენებით დაიწყო.

ფილმი ამერიკელი მწერლის, დონ დელილოს 1985 წლის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. “თეთრი ხმაური” არის სატირა საშუალო კლასის ოჯახის შესახებ, რომელიც ამერიკის გარეუბანში ცხოვრობს.

მსახიობმა კატრინ დენევმა ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის მიიღო. მსახიობმა პირველი ჯილდო 1967 წელს მოიპოვა, დიასახლისის როლისთვის ლუის ბუნუელის ფილმში “შუადღის ლამაზმანი” .

“მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ იმით, რომ წელს ფესტივალზე მე ამირჩიეს. გრძელი ისტორია მაქვს ვენეციის ფესტივალზე”, – თქვა კატრინ დენევმა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend