მთავარიევროპაგერმანიაგერმანელმა ფერმერმა ვაშლის ბაღში მზის პანელები დაამონტაჟა

გერმანელმა ფერმერმა ვაშლის ბაღში მზის პანელები დაამონტაჟა

დასავლეთ გერმანიაში, კრისტიან ნახტვეის ბიო ორგანულ ბაღში ხილის კრეფის სეზონია და მუშები თავიანთ ურმებს მწიფე წითელი ელსტარის ჯიშის ვაშლით ტვირთავენ, რომლებიც ევროპულ სუპერმარკეტებში მალე დაიკავებენ დახლებს.

მაგრამ Nachtwey-ის ფერმა წელს სხვა ფერმებისგან განსხვავებით, უკეთეს მოსავალს აიღებს. ამ მეურნეობაში, ვაშლის პლანტაციაში მზის პანელები განათავსეს და მზისგან წარმოებული უფასო ელექტროენერგიისა და ხეებზე საჭირო დაჩრდილვის გამო, ბევრი ვაშლის ხე იზრდება უხვი და ჯანსაღი ნაყოფით.

“იდეა მარტივია”, – ამბობენ ფერმერები.

„ჩემს უკან მდებარე ეს აგროფოტოელექტრული სისტემა 2021 წლის მაისში დავამონტაჟეთ. ახლა გვაქვს პირველი მოსავალი. ამ მოსავალს ექსპერიმენტულსაც ვუწოდებთ. ჯერ საბოლოო შედეგი არ მიგვიღია, თუმცა ჩანს, რომ იდეამ გაამართლა. ნაყოფი შესანიშნავია. ვიმედოვნებთ, წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად დავხვეწავთ სუფთა ენერგიის ტექნოლოგიის ჩართულობას მოსავლიანობის გაზრდისთვის. ახლა ინფორმაციას ვაგროვებთ. ვფიქრობთ, რომ იდეა სხვა ფერმერებსაც დაეხმარება. ეს მზის პანელები მზის ზედმეტი დასხივებისგან იცავს ხეებს, ამავე დროს პლანტაციისთვის საჭირო ენერგიას უფასოდ გამოვიმუშავებთ. მასზე მუშაობს სარწყავი, საკრეჭი და შესაწამლი სისტემები“, – აცხადებს ვაშლის ბიო ორგანული ბაღის მფლობელი კრისტიან ნახტვეი.

იურგენ ზიმერი, რომელიც გერმანიის რაინლანდ-პფალცის შტატის სოფლის მეურნეობის მომსახურების დეპარტამენტის ექსპერტია, ამბობს რომ მზის პანელების ქვეშ მოყვანილი ვაშლები წელს წვნიანია, ტკბილია და გარედანაც ჯანსაღად გამოიყურება. მისივე განცხადებით, მოსავალი აშკარად განსხვავდება ამ ბაღში წინა წლებში დაკრეფილი ვაშლებისგან. თუმცა, გვალვების გამო მოსავლის 18% პროცენტი მაინც დაზიანებულია, რაც საერთო მოსავლის ფონზე დიდი ზარალია.

„გვალვების და შემდეგ ძლიერი სეტყვის გამო, მოსავლის ნაწილი დაზიანებულია, თუმცა ამ ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, საერთო ჭრილში ზარალი კომპენსირებულია. რომ არა ეს მზის პანელები, რომლებიც სეტყვის საწინააღმდეგო ბადის როლს ასრულებს ფატქობრივად, ზარალი გაცილებით მეტი იქნებოდა. უფასო ენერგიის გარდა, ამ სისტემამ ნახტვეის ბაღს მნიშვნელოვანი დაცვის ფუნქციაც შემატა. როგორც ექსპერტი, სხვა ფერმერებსაც ვურჩევ იგივე გაიმეორონ. თუმცა, საბოლოო დასკვნისთვის მინიმუმ სამი წელი მაინც გვჭირდება, რათა დადასტურებით ვთქვათ, რამდენად შედეგიანია ამ ტექნოლოგიის ინსტალაციაში ინვესტირება“, – თქვა ზიმერმა.

პირადი მიზნებით გამოყენების გარდა, ნახტვეის მეურნეობა უმცირეს ფასში ახლომდებარე მაცხოვრებლებსაც აწვდის ელექტროენერგიას. აგრონომები იმედოვნებენ, რომ ახლო მომავალში მსგავსი პროექტებით სხვა ფერმერებიც დაინტერესდებიან. ეს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის დანერგვას უკვე აგრონომიაში. დიდ სურათში კი მსოფლიოს დაეხმარება  დაძლიოს კლიმატის ცვლილების შედეგად სურსათზე ფასების ზრდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend