მთავარი ევროპა უკრაინა უკრაინული ძალების კონტრშეტევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გრძელდება

უკრაინული ძალების კონტრშეტევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გრძელდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ მიზანში ის მარშრუტი ამოიღო, რომლითაც ატომური ენერგიის საერთშორისო სააგენტოს წარმომადგენლები ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს უნდა ეწვიონ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მისიაა და უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა ვიზიტმა უსაფრთხოდ ჩაიაროს. მისი თქმით, სამწუხაროდ, რუსეთი განაგრძობს პროვოკაციების მოწყობას, განსაკუთრებით კი იმ გზაზე, რომლითაც ეს მისია ზაპოროჟიამდე უნდა მივიდეს. ვოლოდიმირ ზელენსკის იმედი აქვს, რომ მისიის წარმომადგენლები შეძლებენ თავიანთი მუშაობის დაწყებას.

რუსული მხარის ინფორმაციით კი, ელექტროსადგურს საფრთხეს სწორედ უკრაინული ძალების თავდასხმები უქმნის. მათივე განცხადებით, რუსული მხარე თავდასხმებს იგერიებს. როგორც რუსები აცხადებენ, 2 ბომბი ჩამოვარდა ნომერ პირველი სპეციალური შენობის მახლობლად. რადიაციის მაჩვენებლები ნორმაშია.

ამავდროულად გრძელდება უკრაინული ძალების კონტრშეტევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. გავრცელებული ცნობებით, იქ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მათ გაანადგურეს ხიდები, იარაღის საწყობები და მართვის პუნქტები. ამის წყალობით ძლიერდება უკრაინელთა პოზიციები და შესაძლოა, რომ კონტრშეტევის ხარჯზე შეიცვალოს მთლიანად ომის მიმდინარეობა.

რუსული მხარე კი საპასუხოდ აცხადებს, რომ მათ უკრაინელებს დიდი ზიანი მიაყენეს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend