მთავარიევროპაუკრაინასკოლაში დაბრუნება - სწავლა დაბომბვის მოლოდინში

სკოლაში დაბრუნება – სწავლა დაბომბვის მოლოდინში

უკრაინის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეები ნანგრევებს შორის დადიან იმ საკლასო ოთახებში, რომლებიც მათ უკანასკნელად 24 თებერვალს იხილეს.

მოსწავლეებს გადაეცათ წიგნები და მათ ასწავლეს, როგორ უნდა ჩავიდნენ თავშესაფარაში, თუკი ამის აუცილებლობა დადგება.

ერთ-ერთი მოსწავლე სოფია კლუშნაია ამბობს, რომ ძალიან წუხს, როდესაც სკოლას ასეთ მდგომარეობაში ხედავს. მას სურდა, აქ ევლო და სწავლა-განათლება მიეღო, არ ეგონა, ომი ასე თუ დაიწყებდა.

სოფელი რუსების მიერ ერთი თვის განმავლობაში იყო ოკუპირებული. ადგილობრივები გაოცებულნი არიან იმ ზიანის გამო, რომელიც მათ სოფელსა და სკოლას მიადგა.

მასწავლებელი ოლენა სერდუკი ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთ ვითარებაში აღმოჩდნენ. მისი თქმით, აქ არ არის სწორი თუ არასწორი ქმედებები და ეს თითქოს წყალში გადაგდებას ჰგავს, რა დროსაც აუცილებლად ისე უნდა გაცურო, როგორც შეგიძლია, რათა გადარჩე. მას სურს, ბავშვებს რაც შეიძლება მეტი მისცეს, ის, რაც ამ ომმა წაართვა.

სწავლის დაწყებიდან პირველი თვე ბავშვები დისტანციურად იქნებიან, რადგან მათი სკოლა ბელარუსის საზღვრიდან 35 კილომეტრში მდებარეობს და ამ მომენტში სწავლის გაგრძელება არ იქნება უსაფრთხო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend