მთავარიაფრიკასუდანისამხრეთ სუდანში გაერთიანებული არმია ჩამოყალიბდა

სამხრეთ სუდანში გაერთიანებული არმია ჩამოყალიბდა

ათასობით მებრძოლი სხვადასხვა ბანაკიდან, მათ შორის ერთმანეთთან დაპირისპირებული ყოფილი აჯანყებულები, სამხრეთ სუდანის არმიაში გაერთიანდა.

ოფიციალური ცერემონია გუშინ გაიმართა. პრეზიდენტ სალვა კირის და მისი მოწინააღმდეგე ვიცე პრეზიდენტ რიეკ მაჩარის მომხრეების გაერთიანება 2018 წელს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ნაწილია. ასე დასრულდა ხუთწლიანი კონფლიქტი, რომელსაც 400 000-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა.

სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი, სალვა კირი ამბობს, რომ ამ შეთანხმების ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სამხრეთ სუდანის ძალების გაერთიანებაა.

მას შემდეგ, რაც 2011 წელს სამხრეთ სუდანმა სუდანისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანა კრიზისს, შიმშილსა და ძალადობას უნდა გაუმკლავდეს.

ბოლო ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაერთიანებულ ძალებს დამატებით 30 000 მებრძოლი  შეუერთდება. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, ეს პროცესი ქვეყანაში წარმოქმნილმა წყალდიდობებმა შეაფერხა.  შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების გარდა მებრძოლთა ნაწილი გარემოს დაცვის, საჯარო დაცვის სამსახურსა და სხვა ორგანიზაციებში გაერთიანდა. ყოველივე აუცილებელია ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend