მთავარიევროპარუსეთისაბჭოთა კავშირის ბოლო ლიდერი

საბჭოთა კავშირის ბოლო ლიდერი

მიხეილ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

მიხეილ გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის სათავეში 7 წელიწადი იყო. მის სახელს უკავშირდება მრავალი რეფორმა, რომელთა გატარების შედეგადაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და 20 წლით დასავლეთსა და მოსკოვს შორის დაპირისპირება შეჩერდა.

მმართველობის მიწურულს მიხეილ გორბაჩოვი წარუმატებელი გადატრიალებისა და საბჭოთა რესპუბლიკების ერთი მეორეს მიყოლებით საბჭოთა კავშირიდან გასვლის მოწმე გახდა. ის თანამდებობიდან 1991 წლის 25 დეკემბერს გადადგა, მეორე დღეს კი ლენინის იმპერიამ სული განუტევა.

ეს არ გახლდათ ის დასასრული, რომელიც მას 1985 წელს გენერალურ მდივნად არჩევისას წარმოედგინა.

საბჭოთა იმპერიის სათავეში მოსვლის შემდეგ, მიხეილ გორბაჩოვმა სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური სტაგნაციის შეჩერება დაისახა მიზნად, ჩამოაყალიბა ეგრეთ წოდებული გლასნოსტის ანუ გამჭირვალე პოლიტიკა, რომელიც მისი აზრით, უფრო დიდი მიზნის, ეგრეთ წოდებული პერესტროიკის ანუ გადაწყობის მიღწევის ერთადერთი სწორი გზა იყო.

მან გაათავისუფლა პოლიტიკური პატიმრები, დაუშვა დებატები და მრავალი კანდიდატის მონაწილეობით საარჩევნო პროცესი, გახსნა საზღვრები და ეცადა დასავლეთთან დაახლოებას, მაგრამ ვერ შეაჩერა წითელი არმია, რომელიც თავს ესხმოდა მშვიდობიანი მოსახლეობას ბალტიისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში.

მიხეილ გორბაჩოვი 1990 წელს ნობელის პრემიით დააჯილდოვეს ცივი ომის დასრულებაში მის მიერ შეტანილი წვლილისათვის, ბევრი კი მის სამშობლოში სწორედ მას სდებს ბრალს საბჭოთა იმპერიის დაშლაში.

1996 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გორბაჩოვმა მოსახლეობის 1 პროცენტზე ნაკლების მხარდაჭერა მიიღო.

მიხეილ გორბაჩოვი ვლადიმერ პუტინს ზოგჯერ აქებდა და აკრიტიკებდა კიდეც.

რუსეთის ბოლო კომუნისტ მმართველს მიაჩნდა, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთს სტაბილურობა დაუბრუნა, მაგრამ ამავე დროს ეს მყიფე რუსული დემოკრატიის სანაცვლოდ გააკეთა.

მიხეილ გორბაჩოვს მისი მეუღლის გვერდით დედაქალაქ მოსკოვში დაკრძალავენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend