მთავარიევროპარუსეთიმიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალებას მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ

მიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალებას მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ

91 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ფაქტობრივი ლიდერი – მიხალ გორბაჩოვი. ინფორმაცია 30 აგვისტოს ცენტრალურმა კლინიკურმა საავადმყოფომ დაადასტურა.

გორბაჩოვის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ მსოფლიოს ლიდერები.

„მიხეილ გორბაჩოვი სანდო და პატივცემული ლიდერი იყო. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ცივი ომის დასრულებასა და რკინის ფარდის ჩამოგდებაში“, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„მიხეილ გორბაჩოვი იყო გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც შეცვალა ისტორია.. ღრმად ვწუხვარ მისი გარდაცვალების გამო”, – გამოაქვეყნა „ტვიტერზე“ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.

„მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი იმ გამბედაობით, რომელიც მან გამოიჩინა ცივი ომის მშვიდობიანი დასრულებისათვის“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

„მიხეილ გორბაჩოვმა რუსებს თავისუფლებისაკენ გაუხსნა გზა. ევროპაში მშვიდობისადმი მისმა ერთგულებამ შეცვალა ჩვენი ისტორია“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

„როდესაც სამყაროში კონფლიქტი იყო, მან მშვიდობა დაამყარა. იმ დროს ეს გადაწყვეტილება დიდ გამბედაობას მოითხოვდა. მიხეილ გორბაჩოვმა კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს, რომ ომის დასრულებას უფრო მეტი გამბედაობა სჭირდება, ვიდრე მის დაწყებას”, – განაცხადა ავსტრალიის ფინანსთა მინისტრმა ჩელმერსმა.

გორბაჩოვის დროს საბჭოთა კავშირში პირველად დაუშვეს სიტყვის, სინდისისა და მეწარმეობის თავისუფლება. მის დროს დაწყებული რეფორმების შედეგად ფაქტობრივად არსებობა შეწყვიტეს კომუნისტურმა რეჟიმებმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend