მთავარისაქართველოსაქართველოში 41 ათასი აბიტურიენტიდან 32 ათასზე მეტი სტუდენტი გახდა

საქართველოში 41 ათასი აბიტურიენტიდან 32 ათასზე მეტი სტუდენტი გახდა

დღეს, 30 აგვისტოს 12:00 საათზე ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება. აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

NAEC-ის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, 2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება სულ 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, მათ შორის 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა 100%-იანი გრანტი, 1500-მდე აბიტურიენტმა 70%-იანი, 50%-იანი გრანტი კი – 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend