პაკისტანის კლიმატის მინისტრის განაცხადებით, ქვეყნის მესამედი მთლიანად ჩაძირულია. მისვე თქმით, პაკისტანი მსოფლიო კლიმატის კრიზისის ,,წინა ხაზზე“ იმყოფება.
პაკისტანში ძლიერი წვიმებსა და წყალდიდობებს 1136 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 386 ბავშვია.
წყალდიდობებმა გაანადგურა პაკისტანის ინფრასტრუქტურაც: განადგურებულია 3000 კილომეტრზე მეტი გზა, 130 ხიდი და ნახევარ მილიონამდე საცხოვრებელი სახლი. სტიქიური უბედურებისგან მიყენებული ზარალი 10 მილიარდ დოლარზე მეტია.
,,ამჟამად პაკისტანის მესამედი წყალქვეშაა ჩაძირული, 33 მილიონი ადამიანი კი დაზარალებულია. ეს არის უზარმაზარი ჰუმანიტარული კატასტროფა, მას შესაძლოა ეწოდოს აპოკალიფსურიც. წელს პაკისტანში 53 გრადუსი იყო, ყველაზე ცხელი ტემპერატურა პლანეტაზე. მყინვარები აფეთქდა, წყალდიდობა წელს სამჯერ მეტი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ. რაც ჩვენ ვიხილეთ, ნამდვილად გლობალური დათბობის შედეგია”, – განაცხადა პაკისტანის კლიმატის მინისტრმა შერი რეჰმანმა.
პაკისტანის ხელისუფლება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კრიზისის გამო საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებას სთხოვს.