მთავარიევროპაუკრაინა„ჯოხარ დუდაევის ბატალიონის" მებრძოლი ჩეჩნები უკრაინული დროშის ქვეშ

„ჯოხარ დუდაევის ბატალიონის” მებრძოლი ჩეჩნები უკრაინული დროშის ქვეშ

ჩეჩენი სამხედროებისთვის უკრაინაში ომი იმ ომის გაგრძელებაა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში 15 წელი მიმდინარეობდა.

ჩეჩენი სამხედროები უკრაინის ომში ორივე მხარეს იბრძვიან. უკრაინულ მხარეს მეომარი ჩეჩნები მათი პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონში მსახურობენ. ამ ბატალიონის წევრებს კრემლის მხარეს მეომარი ჩეჩნები მტრად მიაჩნიათ.

„იმ არმიას ვებრძვით, რომელიც ჩეჩნეთში ჩვენს თანამემამულეებს ხოცავს. მათ ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ ორი ომი წამოიწყეს და ახლა ეს კრიმინალები უკრაინაში უკრაინელ ხალხს ხოცავენ“, – ამბობს მაგა, „ჯოხარ დუდაევის ბატალიონის” მებრძოლი.

უკრაინულ მხარეს მებრძოლი ჩეჩნების უმრავლესობა დასავლეთ ევროპული სახელმწიფოებიდან ჩავიდა უკრაინაში. ისინი კიევის სიახლოვეს გადიან წვრთნას. ფრონტის ხაზზე წასვლის წინ მათ, როგორც უკრაინის ომში მონაწილე მოხალისეებს, სპეციალური მოწმობები დაურიგდათ.

უკრაინული წყაროების თანახმად, ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონში რამდენიმე ასეული ჩეჩენი სამხედროა. მათ გაწვრთნაში ჩეჩნეთის ომის ვეტერანები იღებენ მონაწილეობას, ზოგიერთი მათგანი უკრაინის მხარეს 2014 წლიდან იბრძვის. ბევრი მათგანი ჩეჩნეთისა და უკრაინის ომებს შორის ცოტა სხვაობას ხედავს.

„ვლადიმერ პუტინი მაშინ გაჩერდება, როცა მას შევაჩერებთ. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ეს მხოლოდ უკრაინას და რუსეთს არ ეხება. ეს არც მხოლოდ რუსეთს და ჩეჩნეთს ეხება. ეს არის რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის არსებული ვითარება, როგორც 1941 ან 1939 წლებში. ჩვენ არჩევანი არ გვაქვს, მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ბრძოლის გარდა სხვა გზა არ გვაქვს”, – მიიჩნევს ტორი, „ჯოხარ დუდაევის ბატალიონის” მებრძოლი.

რუსეთის ფედერაციამ ჩეჩნეთის წინააღმდეგ ორი ომი წამოიწყო. კონფლიქტი 1994 წელს დაიწყო, 10-წლიანი ომი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს ალყაში მოქცევით და მიწასთან გასწორებით დასრულდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend