მთავარიევროპაუკრაინაატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დამკვირვებლები კიევში ჩავიდნენ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დამკვირვებლები კიევში ჩავიდნენ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დამკვირვებლები უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს შეამოწმებენ.

გადაწყვეტილება მხარეებმა რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ცდილობდა, მიეღო წვდომა ობიექტზე,
რადგან არსებული სიტუაცია საფრთხეს უქმნის ევროპის უდიდეს ატომურ
სადგურს.

მისია, რომელსაც ხელმძღვანელობს რაფაელ გროსი, შეაფასებს ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურის ბოლოდროინდელი დაბომბვის შედეგად მიყენებულ ზარალს.

ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინის და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის
უსაფრთხოება, წერს გროსი ტვიტერზე.

რუსმა  სამხედროებმა სადგურზე კონტროლი მარტის დასაწყისში მოიპოვეს,
მაგრამ მას უკრაინელი პერსონალი რთულ პირობებში მართავს.

“ვიმეორებ, ჩვენ დიდი ხანი ველოდით ამ მისიას. რუსეთის მიერი კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოება დაცული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ის მაღალი რისკის არეალია, უკრაინული მხარე ტერიტორიას შეუჩერებლად ბომბავს”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი და საფრანგეთის პრეზიდენტი
ემანუელ მაკრონი რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ ერთმანეთს. მათ ევროპის
უსაფრთხოებასა და მოსალოდნელ ენერგეტიკულ კრიზისზე ისაუბრეს.

ვითარება სადგურზე ბოლო რამდენიმე კვირაა გართულდა დაბომბვისა და ატომური
ობიექტის ტერიტორიაზე რუსული ჯარების განლაგების გამო.

მისია შეაფასებს საფრთხეს და ამავდროულად ბირთვული მასალის მდგომარეობასაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend