მთავარიევროპაუკრაინაზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები ჩავლენ

ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები ჩავლენ

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, რუსულმა არმიამ ევროპის კონტინენტზე უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ახლომდებარე ქალაქი ენერჰოდარი დაბომბა.

ქალაქის მერის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. დმიტრო ორლოვის განცხადებით, რუსული მხარე წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით მოქმედებს და ზაპოროჟიეში მდებარე ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საერთაშორისო ატომური სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტისთვის ემზადება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურში საერთაშორისო ატომური სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ეს მისია საერთაშორისო ატომური სააგენტოს ისტორიაში ყველაზე რთული იქნება, ვინაიდან ამ მიდამოებში რუსული არმია საბრძოლო მოქმედებებს ატარებს და ოფიციალური მოსკოვი ასე ცდილობს მისი ჯარების ადგილზე ყოფნის ლეგიტიმაციის მოპოვებას“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი კი აცხადებს, რომ მოსკოვი მიესალმება ადგილზე საერთაშორისო ატომური სააგენტოს წარმომადგენელთა ვიზიტს.

„საერთაშორისო ატომური სააგენტოს წარმომადგენლების უსაფრთხოებას ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უზრუნველვყოფთ, ადგილზე საშიში ვითარებაა, რადგან ეს მიდამოები უკრაინული ჯარების მიერ იბომბება“, – თქვა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური და მიმდებარე ტერიტორიები უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე მოექცა ოკუპანტების კონტროლის ქვეშ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend