მთავარიევროპაუკრაინაოკუპირებულ მარიუპოლში სწავლა რუსული პროგრამით განახლდება

ოკუპირებულ მარიუპოლში სწავლა რუსული პროგრამით განახლდება

რუსეთის მიერ კონტროლირებად დონეცკის ოლქში სკოლები და მასწავლებლები ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან. სწავლა რუსული პროგრამით და რუსული სახელმძღვანელოებით განახლდება. ახალი სახელმძღვანელოები უკვე მიიტანეს დონეცკისა და ოკუპირებული მარიუპოლის სკოლებში.

„დონეცკის რესპუბლიკის ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება – ყველა კლასი, პირველიდან მეთერთმეტეს ჩათვლით. ჩვენ გვაქვს ისტორიის, რუსული ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიის სახელმძღვანელოები, იმედი გვაქვს, რომ ბავშვები სწორ ლიტერატურასა და ცოდნაზე აღიზრდებიან“, – აცხადებს ვიტალი ხოცენკო – ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი

ლარისა ვოლოდიუკი მარიუპოლის სკოლის ბიბლიოთეკარია. ის ამბობს, რომ ბიბლიოთეკაში არცერთი უკრაინული წიგნი არ დარჩა და ფიქრობს, რომ რუსული ბევრად უკეთესია.

„ახლა ყველა წიგნი რუსულია. ბიბლიოთეკაში უკრაინული წიგნები არ გვაქვს და არც გვექნება, ყველა სახელმძღვანელო ახალი გამოცემაა, 2022 წლის. ასე რომ ლიტერატურა სრულად განახლებულია“, – ამბობს ლარისა ვოლოდიუკი

ომის გამო მარიუპოლში ბევრი სკოლა დაზიანდა, ახლა შენობების რესტავრაცია მიმდინრეობს, თუმცა  ახალი სასწავლო წლისთვის ყველა სკოლა მზად არ იქნება.

სკოლებში ცოტა მასწავლებელია. ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცებით, ბევრი მოხალისე მასწავლებელი გამოთქვამს რუსეთიდან ჩამოსვლის სურვილს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend