მთავარიაზიაისრაელიისრაელი პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო რეიდებსა და სპეცოპერაციებს აგრძელებს

ისრაელი პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო რეიდებსა და სპეცოპერაციებს აგრძელებს

მიმდინარე წელს სულ მცირე 85 პალესტინელი დაიღუპა დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სამხედრო-საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებული ღამის რეიდების დროს.

სპეცოპერაციაში მონაწილე ისრაელელი სამხედოების განცხადებით, ყველა დაღუპული მებრძოლი ისრაელის ტერიტორიაზე ასობით ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობდა.

1967 წლის შემდეგ, როდესაც ისრაელმა დასავლეთ სანაპირო დაიპყრო,  ისრაელელი შენაერთები რეგულარულად მოქმედებენ ამ ტერიტორიაზე მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

თუმცა, პალესტინელები ამბობენ, რომ ეს რეიდები მიზნად ისახავს ისრაელის 55-წლიანი სამხედრო მმართველობის შენარჩუნებას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მათ არ ეკუთვნით.

ერთ-ერთი რეიდისას გარდაცვლილი 55 წლის პალესტინელი მამაკაცის სალაჰ სავაფტას ძმა ამბობს, რომ ის შეცდომით მოკლეს ისრაელელმა სამხედროებმა, თუმცა ამისთვის პასუხი არავის უგია. მისივე თქმით, სალაჰ სავაფტას პალესტინურ დაჯგუფებებთან არავითარი კავშირი არ ჰქონია.

„მას არანაიარი კავშირი არ ჰქნია არც ერთ პოლიტიკურ ან სამხედრო ფრაქციასთან. მას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა ცხოვრებაში, რომ თავისი ორი ქალიშვილისთვის კარგი საცხოვრებელი პირობები შეექმნა. მისი ორივე შვილი უნივერსიტეტში სწავლობს და ჩემი ძმა მათთვის უზრუნველი მომავლის შექმნას ცდილობდა. გოგონები მამამისს აღმერთებდნენ. ახლა რა ეშველებათ მათ მამამისის ამ სასტიკად მკვლელობის შემდეგ არ ვიცი“, – წუხს ჯეჰად სავაფტა.

ისრაელი აცხადებს, რომ ყველას ვისაც ანადგურებენ, მათზე ინფორმაცია აქვთ და ეს არის ბოევიკთა ქსელი, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მშვიდობიან მოქალაქეებს. სამხედროები ასევე ამბობენ, რომ ორმხრივი სროლისას შესაძლოა მშვიდობიანი მოქალაქეც დაიღუპოს.

ამირ ავივი, რომელიც ისრაელის გვარდიის გადამდგარი გენერალია და ახლა ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების ფორუმს ხელმძღვანელობს, აცხადებს რომ ისრაელის მხრიდან რეიდებისა და სპეცოპერაციების გაზრდილი რიცხვი, პალესტინელების მხრიდან გახშირებული თავდასხმების შედეგია.

”კონტრტერორისტული ძალისხმევა, რომელსაც ისრაელი ახორციელებს იუდეასა და სამარიაში, არის პირდაპირი პასუხი ისრაელის მთავარ ქალაქებში 14 ისრაელელის მკვლელობაზე. ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვნახეთ ისრაელელების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების მკვეთრი ზრდა. მთლიანობაში 3000-ზე მეტი. პალესტინის ხელისუფლება მილიარდ დოლარს უხდის ტერორისტებს და მათ ოჯახებს. ის აერთიანებს ტერორისტებს საკუთარ მთავრობასა და პოლიციაშიც. ისრაელის ჯარები ყოველთვის ძალიან ზუსტი დაზვერვის საფუძველზე მოქმედებენ.  ჩვენ ვიცით ჩვენი სამხედროების შესაძლებლობები, ტექნოლოგია, ჩვენი უნარი, ზუსტად დავადგინოთ სად არიან და ვინ არიან ტერორისტები, ასევე მინიმუმამდე დავიყვანოთ მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანება. ასე რომ, პალესტინის ბრალდებები უსაფუძვლო და გაზვიადებულია”, – აცხადებს გენერალი ავივი.

გასულ კვირას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო სპეცოპერაციებისას დაღუპულთა ვინაობა გაასაჯაროვა და ისრაელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში დაადანაშაულა, რასაც ისრაელი კატეგორიულად უარყოფს. პალესტინის მთავრობას კი ტერორისტების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend