მთავარიევროპაუკრაინაზაპოროჟიის ატომური საფრთხე

ზაპოროჟიის ატომური საფრთხე

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური კატასტროფის წინაშეა. სადგურის სიახლოვეს გაჩენილმა ხანძარმა ელექტროენერგიის მიწოდება შეაფერხა და ატომური ელექტროსადგურის ბოლო ორი მოქმედი რეაქტორი აღარ მუშაობს.

ოფიციალური კიევი და მოსკოვი ატომური ელექტროსადგურის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ერთმანეთს აბრალებენ, ზაპოროჟიეში საერთაშორისო ატომური სააგენტოს წარმომადგენლების სტუმრობა იგეგმება, მაგრამ უცნობია როდის შედგება.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება მთელ ევროპას უქმნის საფრთხეს.

“დღეს, ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური აღარ მუშაობს. რუსმა სამხედროებმა ატომური ელექტროსადგურისათვის ელექტროენერგიის მიწოდების ბოლო წყარო დაბომბეს. ატომური ელექტროსადგურის სათადარიგო სისტემამ ამ გამოწვევას თავი გაართვა, მაგრამ მდგომარეობა რთულია. მსოფლიომ უნდა იცოდეს არსებული საფრთხის შესახებ“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ევროპის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მალევე მოექცა ოკუპანტების კონტროლის ქვეშ. ოფიციალური კიევის განცხადებით, მოსკოვი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას სამხედრო მიზნებისთვის იყენებს…

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend